შესახებ 

ქართული ენის კორპუსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის პროექტია. იგი შეიქმნა 2009-2016 წლებში. ამ ეტაპზე კორპუსი  შედგება მონოლინგვური და ბილინგვური ბლოკებისგან. მონოლინგვური ბლოკი მოიცავს ორ ძირითად ქვეკორპუსს:

ახალი და თანამედროვე ქართული ენის ქვეკორპუსი მოიცავს ლინგვისტურად ანოტირებულ ტექსტებს 1832 წლიდან 2012 წლამდე. ტექსტების ლინგვისტური ანოტირება განხორციელდა თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიური ანალიზატორის გამოყენებით, რომელიც შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ილიას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ამ ეტაპზე მუშავდება ლინგვისტური და ტექნოლოგიური სტანდარტები ძველი და საშუალი ქართული ენის მოდელირებისთვის.

ძველი და საშუალი ქართული ენის ქვეკორპუსები აგებულია, ერთი მხრივ, სხვა ენებთან და კულტურებთან ქართულის ურთიერთობისა (ბერძნული, სირიული, ქრისტიანული არაბული, სომხური) და, მეორე მხრივ, ქართული სამწერლობო-მთარგმნელობითი სკოლების (წინაათონური, ათონური, ანტიოქიური, ქართული ელინოფილური და ა.შ.) მიხედვით.

ბილინგვურ ბლოკში ამ ეტაპზე წარმოდგენილია „ვეფხისტყაოსნისა“ (ქართულ-ინგლისური) და „ქართლის ცხოვრების“ (ქართულ-სომხური) პარალელური კორპუსები. 2016 წელს დასრულდება მუშაობა „შუშანიკის წამების“ ქართულ-სომხურ და „პეტრე იბერის ცხოვრების“ ქართულ-სირიულ პარალელურ კორპუსებზე.

კვლევითი ჯგუფი

პროექტის საერთო ხელმძღვანელი: ნ. დობორჯგინიძე, პროფესორი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი

პროექტის მთავარი კოორდინატორი და მორფოლოგიურ ანალიზატორზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი: ი. ლობჟანიძე, პროფესორი

პროგრამული უზრუნველყოფა:  ი. გუნია (ახალი და თანამედროვე ქართული ენის კოპუსი, "ვეფხისტყაოსნის" პარალელური კორპუსი) გ. მირიანაშვილი (ქართლის ცხოვრების კორპუსი, ძველი ქართული მთარგმნელობითი კორპუსი) მ. ზაკალაშვილი ("ვეფხისტყაოსნის" პარალელური კორპუსი) კოორდინატორები:  ს. ბერიკაშვილი (ქართლის ცხოვრების კორპუსი) გ. თადუმაძე (მონოლინგვური კორპუსი) ც. ხახვიაშვილი, ნ. ბილანიშვილი (ძველი ქართული მთარგმნელობითი კორპუსი, წინაათონური პერიოდი)

პროექტის ასისტენტები: თ. გეთიაშვილი, ა. ტყებუჩავა, მ. იშხანოვა, თ. დამენია, თ. ქაროსანიძე, ლ. ვაშაყმაძე, მ. დამენია, ქ. გილაშვილი, ნ. ლათიბაშვილი, მ. რუხაძე, თ. გავაშელიშვილი, ნ. ჭიჭიკოშვილი, თ. ქიტოშვილი, თ. კალხიტაშვილი, ივლ. ლობჟანიძე, თ. ხუბაშვილი, ლ. კიწმარიშვილი, ე. მდინარაძე, ნ. გოგიჩაიშვილი, ლ. თეთრაშვილი, ა. სტურუა, ს. აბრალავა, ზ. მაჭავარიანი, ლ. კუპრეიშვილი, მ. კვასხვაძე, მ. კვინიკაძე, შ. თუმანიშვილი, ნ. დათაშვილი, ნ. დონაძე, ლ. სერგია, ს. მარგველაშვილი, შ. ნოზაძე, მ. დადუნაშვილი, ქ. მარიდაშვილი